პოლონეთში ავტოავარიის შედეგად, ავტომაგისტრალზე ტონობით გამდნარი შოკოლადი დაიღვარა
პოლონეთში ავტოავარიის შედეგად, ავტომაგისტრალზე ტონობით გამდნარი შოკოლადი დაიღვარა

პოლონეთში ავტოავარიის შედეგად ავტომაგისტრალზე ტონობით გამდნარი შოკოლადი დაიღვარა. ინფორმაციას  სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ინციდენტი ვარშავასა და პოზნანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. გზაზე სატვირთო მანქანა გადატრიალდა, რომელსაც შოკოლადი გადაჰქონდა.

ინციდენტის გამო ავტომაგისტრალზე შეიზღუდა მანქანების მოძრაობა. ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 05:30 საათზე მოხდა.

ავარიის შედეგად დაშავდა სატვირთო მანქანის მძღოლი. სამაშველო სამსახურში აცახდებენ, რომ გზის გაწმენდას დიდი რაოდენობით ცხელი წყალი დასჭირდება.