გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.
65 წლის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ვაქცინა ბერლინის სამხედრო ჰოსპიტალში გაიკეთა.
შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მზად არის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთოს, თუმცა აღნიშნა, რომ საკუთარ რიგს დაელოდება.