ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი - გერმანია მხარს უჭერს დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას
ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი - გერმანია მხარს უჭერს დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას

გერმანია მხარს უჭერს კანდიდატი ქვეყნების – დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, – ეს განცხადება გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა პრაღაში ჩეხ კოლეგასთან, პეტრ პაველთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

„ევროკავშირის გაფართოება არის ცენტრალური სტრატეგიული ინტერესი გერმანიისთვის, ევროკავშირისთვის და ასევე ჩეხეთისთვის. გერმანია მხარს უჭერს კანდიდატი ქვეყნების – დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას“, – განაცხადა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა.

ცნობისთვის ჩეხეთისა და გერმანიის პრეზიდენტების შეხვედრა ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს დაემთხვა.