გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ „გაზპრომ გერმანიას“ კომპანიის გადახდისუნარიანობის შესანარჩუნებლად 10 მილიარდი ევროს სესხი გამოეყოფა
გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსული ენერგეტიკული გიგანტის, „გაზპრომის“ ადგილობრივ განყოფილებას, „გაზპრომ გერმანიას“ კომპანიის გადახდისუნარიანობის შესანარჩუნებლად 10 მილიარდი ევროს სესხი გამოეყოფა.
ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ამასთან, როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიის მთავრობის სპიკერმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ კომპანიას სახელი შეეცვლება.
მედიის ცნობით, კრედიტი შესაძლოა, გერმანიის სახელმწიფო ბანკმა გამოყოს და ხელშეკრულება შესაძლოა, უკვე მიმდინარე კვირაში გაფორმდეს.
„გაზპრომ გერმანია“ 1990 წელს დაარსდა. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დააკისრა, „გაზპრომმა“ შვილობილ კომპანიას საპასუხო სანქციები დაუწესა.