გერმანიის მთავრობა ქვეყანაში კარანტინს იანვრის ბოლომდე ახანგრძლივებს
გერმანიის მთავრობა ქვეყანაში კარანტინს იანვრის ბოლომდე ახანგრძლივებს

გერმანიის მთავრობა „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ კარანტინს იანვრის ბოლომდე ახანგრძლივებს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

„აუცილებელია, რომ კონტაქტები მკაცრად შეიზღუდოს. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, მაქსიმალურად შეზღუდონ და აბსოლუტურ მინიმუმადე დაიყვანონ კონტაქტები“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.

31 იანვრამდე ქვეყნის მაშტაბით იხურება სკოლები. იმ ადგილებში, რომლებიც წითელ ზონებად გამოცხადდება, მოსახლეობას სახლიდან მხოლოდ 15 კილომეტრის მანძილზე ექნებათ გადაადგილების უფლება.

ასევე მკაცრდება ქვეყანაში ჩასვლის წესებიც. რისკის ზონად გამოცხადებული ადგილებიდან გერმანიაში ჩასული მგზავრები ვალდებულები იქნებიან, ორი ნეგატიური ტესტის პასუხი წარადგინონ და მიუხედავად ნეგატიური პასუხისა, მათ მაინც მოუწევთ ხუთდღიანი კარანტინის გავლა. ბოლო 24 საათში გერმანიაში „კოვი-19“-ის 11 900 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 994 ადამიანი გარდაიცვალა.