გერმანული მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი ოქტომბერში გერმანიაში ჩავა, სადაც ოლაფ შოლცთან, ემანუელ მაკრონთან და კირ სტარმერთან უკრაინის მხარდასაჭერად შეხვედრას გამართავს

00:21, 25.09.2024

უკრაინის მხარდასაჭერად გერმანიაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის შეხვედრა იგეგმება. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

როგორც მედია წერს, ჯო ბაიდენის გერმანიაში ვიზიტი 10-12  ოქტომბერს არის დაგეგმილი.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გერმანია ემანუელ მაკრონისა და კირ სტარმერის მიწვევას გეგმავს, რათა ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილონ.

გერმანული მედია წერს, რომ ეს იქნება ბაიდენის, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის, მეორე, ხოლო პირველი სახელმწიფო ვიზიტი გერმანიაში.

მსგავსი