გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული რუსეთის ხუთი საკონსულოდან ოთხის დახურვის შესახებ განაცხადა
გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული რუსეთის ხუთი საკონსულოდან ოთხის დახურვის შესახებ განაცხადა

გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული რუსეთის ხუთი საკონსულოდან ოთხის დახურვის შესახებ განაცხადა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც კრემლმა რუსეთში მომუშავე გერმანიის მთავრობის პერსონალის რაოდენობა 350-მდე შეზღუდა.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რუსეთის საკონსულოების დახურვის მიზანია ორ ქვეყანას შორის საკადრო და სტრუქტურული პარიტეტის შექმნა.

მომავალი წლიდან გერმანიაში მუშაობას გააგრძელებს ბერლინში განთავსებული ერთი საელჩო და ასევე ერთი საკონსულო.

რუსეთის მიერ გერმანიის მთავრობის პერსონალის შეზღუდვა ეხება საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებში მომუშავე გერმანიის მოქალაქეებსაც. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთში გერმანულ ორგანიზაციებში მომუშავე ასობით საჯარო მოხელეს ქვეყნის დატოვება ან სამსახურის დაკარგვა მოუწევს. ეს გადაწყვეტილება შეხება ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა გოეთეს ინსტიტუტი, გერმანული სკოლები და საბავშვო ბაღები. დაიხურება გერმანიის საკონსულოები კალინინგრადში, ეკატერინბურგსა და ნოვოსიბირკსში. მუშაობას გააგრძელებს გერმანიის საელჩო მოსკოვში და საკონსულო სანკტ პეტერბურგში.