გერმანიის კანცლერი უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრს რეფორმების გატარებაში დახმარებას დაპირდა
გერმანიის კანცლერი უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრს რეფორმების გატარებაში დახმარებას დაპირდა.
ანგელა მერკელის მიერ ალექსეი გონჩარუკისთვის გაგზავნილ ტელეგრამაში ნათქვამია, რომ გერმანია იუსტიციის, დეცენტრალიზაციისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით რეფორმების გატარებაში, უკრაინის საიმედო პარტნიორად რჩება. გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ მრავალრიცხოვანი გამოწვევების წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისთვის, ბერლინს კიევთან მჭიდრო დიალოგი სურს.
მერკელის ტელეგრამაში ასევე აღნიშნულია, რომ გერმანია დაინტერესებულია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებით და ქვეყნის ხელისუფლება მოხარული იქნება უკრაინის პრემიერ-მინისტრის ბერლინში ვიზიტით.