ოლაფ შოლცის განცხადებით, ვერ ხედავს ნიშნებს, რომ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება სურს
ოლაფ შოლცის განცხადებით, ვერ ხედავს ნიშნებს, რომ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება სურს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ის ვერ ხედავს ნიშნებს, რომ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება სურს. აღნიშნულის შესახებ ოლაფ შოლცმა გერმანულ მედიაჰოლდინგ „ენბიართან“ ინტერვიუში განაცხადა.

„სამწუხაროდ, მე ასეთ სურვილს ვერ ვხედავ“, – განაცხადა კანცლერმა ჟურნალისტთან საუბრისას.

შოლცის თქმით, გერმანიის ეკონომიკა ენერგოდეფიციტს არ განიცდის და ეკოლოგიური ტექნოლოგიების დამსახურებით, შესაძლოა, უახლოეს მომავალში 1950-1960 წლების ზრდის ნიშნულს მიაღწიოს.