გერმანიის კანცლერი ახალი არჩევნების ჩატარებას ემხრობა და უმცირესობის მთავრობის ხელმძღვანელობა არ სურს
გერმანიის კანცლერი ახალი არჩევნების ჩატარებას ემხრობა და უმცირესობის მთავრობის ხელმძღვანელობა არ სურს.
„ჩემი შეხედულებაა, რომ ახალი არჩევნები უკეთესი გზა იქნება და ჩემი გეგმები არ მოიცავდა უმცირესობის მთავრობის კანცლერობას“, – განაცხადა ანგელა მერკელმა გერმანულ ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში.
მერკელის თქმით, ახალი არჩევნების შემთხვევაში კანდიდატურას კვლავ დააყენებს და კონსერვატორული ბლოკი როგორც არასდროს ისეთი ერთიანია.
კანცლერამდე განცხადება გერმანიის პრეზიდენტმა გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავრობის ფორმირების მიზნით მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა პარტიის ხელმძღვანელთან პირადად გამართავს შეხვედრას.