გერმანიაში „კოვიდ-19“-ის ვაქცინას პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული მოქალაქეები და მოხუცებულთა სახლებში მყოფი პირები მიიღებენ
გერმანიაში „კოვიდ-19“-ის ვაქცინას პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული მოქალაქეები და მოხუცებულთა სახლებში მყოფი პირები მიიღებენ

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული მოქალაქეები და მოხუცებულთა სახლებში მყოფი პირები მიიღებენ. ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა.

შპანის თქმით, გერმანიაში „კოვიდ-19“-ით დაღუპული ყოველი მეორე პაციენტი 80 წელს გადაცილებულია.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პირველი ფაზის დასრულებას შესაძლოა, ორ თვემდე ვადა დასჭირდეს.

გერმანიაში „ფაიზერის“ და „ბიოენტექის“ ვაქცინის დისტრიბუციის დაწყებას 27 დეკემბრიდან გეგმავს.

გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დაინფიცირების თითქის 1,5 მილიონი შემთხვევა, მათ შორის 25,000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.