გერმანიის ელჩი - სირიის მთავრობის გადაწყვეტილება მკვეთრად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს
სირიის მთავრობის გადაწყვეტილება მკვეთრად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ფაიკე ფაიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სირიის მიერ „აღიარების“ საკითხზე დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა.
„სირიის მთავრობის გადაწყვეტილება მკვეთრად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ გერმანია და ყველა მისი პარტნიორი, აქ ვსაუბრობ არა მხოლოდ ევროკავშირზე, არამედ საერთაშორისო მასშტაბებზე, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
ნაადრევია შედეგებზე საუბარი, საკითხი ახლა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა განვიხილოთ“, – აღნიშნა ჰაიკე ფაიჩმა.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „აღიარა“. საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო .