გერმანიაში მუსლიმებზე თავდასხმის ფაქტები წინა წლებთან შედარებით შემცირდა
გერმანიის ქალაქებში მეჩეთებსა და მუსლიმებზე თავდასხმის ფაქტები წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. ინფორმაციას გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, Deutsche Welle ავრცელებს.
გერმანიის მასშტაბით 2018 წელს, 7 თვის განმავლობაში მუსლიმებსა და მეჩეთზე თავდასხმის 320 შემთხვევა დაფიქსირდა. წინა წელს იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 500-ს აჭარბებდა.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, იურისტები თავდასხმად სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასაც განიხილავენ.
ბუნდესტაგის წევრის, მემარცხენე დეპუტატ იულა იელპკის განმარტებით, 2015-2017 წლებში ულტრამემარჯვენე პარტიისა და დაჯგუფებების გავლენა საზოგადოებაზე უფრო ძლიერი იყო, ვიდრე დღეს.
„ბოლო ერთ წელიწადში სოლიდარობის განცდა მუსლიმებისა და მიგრანტების მიმართ საზოგადოებაში გაზრდილია“,-განაცხადა მან.
2017 წელს გერმანიაში მუსლიმებსა და მეჩეთებზე თავდასხმის 950 შემთხვევა დაფიქსირდა.