გერმანიაში მუსლიმებზე თავდასხმის ფაქტები წინა წლებთან შედარებით შემცირდა

13:20, 22.08.2018

გერმანიის ქალაქებში მეჩეთებსა და მუსლიმებზე თავდასხმის ფაქტები წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. ინფორმაციას გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, Deutsche Welle ავრცელებს.

გერმანიის მასშტაბით 2018 წელს, 7 თვის განმავლობაში მუსლიმებსა და მეჩეთზე თავდასხმის 320 შემთხვევა დაფიქსირდა. წინა წელს იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 500-ს აჭარბებდა.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, იურისტები თავდასხმად სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასაც განიხილავენ.

ბუნდესტაგის წევრის, მემარცხენე დეპუტატ იულა იელპკის განმარტებით, 2015-2017 წლებში ულტრამემარჯვენე პარტიისა და დაჯგუფებების გავლენა საზოგადოებაზე უფრო ძლიერი იყო, ვიდრე დღეს.

„ბოლო ერთ წელიწადში სოლიდარობის განცდა მუსლიმებისა და მიგრანტების მიმართ საზოგადოებაში გაზრდილია“,-განაცხადა მან.

2017 წელს გერმანიაში მუსლიმებსა და მეჩეთებზე თავდასხმის 950 შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი