გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 33 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 183 678 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 8 646 ადამიანი.