გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10:54, 06.06.2020

გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 33 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 183 678 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 8 646 ადამიანი.

მსგავსი