გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევები ბოლო ოთხი დღის განმავლობაში პირველად შემცირდა
გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევები ბოლო ოთხი დღის განმავლობაში პირველად შემცირდა

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4,133 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 171 ადამიანი.

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევებმა პირველად იკლო.

ინფორმაციას რობერტ კოხის საინფექციო დაავადებათა ინსტიტუტი ავრცელებს.

გერმანიის მასშტაბით, კორონავირუსის სულ 117,658 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გარდაცვლილთა რიცხვი 2,544-ს აღწევს.