გერმანიაში კორონავირუსის 7 380 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 192 ადამიანი გარდაიცვალა
გერმანიაში კორონავირუსის 7 380 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 192 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7 380-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 192 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 3 669 000-ზე მეტი შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 88 187 შეადგინა.