გერმანიაში კორონავირუსის 22 231 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში კორონავირუსის 22 231 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 22 231-ით გაიზარდა.
შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 312 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 3,3 მილიონი შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 82 280 შეადგინა.