გერმანიაში კორონავირუსის 12 834 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 252 პაციენტი გარდაიცვალა
გერმანიაში კორონავირუსის 12 834 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 252 პაციენტი გარდაიცვალა

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12 834-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 252 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 73 062 შეადგინა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 545 ათასზე მეტი შემთხვევა.