გერმანიაში კორონავირუსის 10 810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 294 პაციენტი გარდაიცვალა
გერმანიაში კორონავირუსის 10 810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 294 პაციენტი გარდაიცვალა

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10 810-ით გაიზარდა.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში, გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 294 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 3 022 მილიონი შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 78 746 შეადგინა.