გერმანიაში ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა
გერმანიაში ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა. ათობით აქტივისტი ბრანდერბურგის კარიბჭესთან შეიკრიბა და ირანის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში მიმდინარე აქციების მონაწილეთა სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება გააპროტესტა.
„სიკვდილი მჩაგვრელს, იქნება ეს შაჰი თუ ლიდერი“, „თავისუფლება და თანასწორობა“, „შეაჩერეთ ეგზეკუციები“, – სკანდირებდნენ ბერლინში გამართული აქციის მონაწილეები.
სააგენტო „როიტერის“ ცნობთ, ირანში სექტემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 63 არასრულწლოვანი.
როგორც ცნობილია, ირანის ხელისუფლება აქციების დროს დაკავებული 24 ადამიანის სიკვდილის დასჯას აპირებს. ერთ-ერთი დემონსტრანტის, მოჰსენ შექარის მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომა უკვე გამოიყენეს.