ბერლინში ტელეკომპანია „აერდეს“ გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ
ბერლინში ტელეკომპანია „აერდეს“ გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ

ბერლინში ტელეკომპანია „აერდეს“ გადამღებ ჯგუფს არასანქცირებული მიტინგის მონაწილეები თავს დაესხნენ.

დემონსტრანტები ხელისუფლების მიერ პანდემიის გამო შემოღებული მკაცრი შეზღუდვების მოხსნას ითხოვდნენ.

აქცია რაიხსტაგის შენობასთან იმართებოდა. გავრცელებული მონაცემებით, უცნობი მამაკაცი ხმის რეჟისორს დაესხა თავს.

თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია.

აქციაში სულ 400 ადამიანი მონაწილეობდა. წესრიგს კი 260 პოლიციელი იცავდა.