გერმანიაში ნაციონალიზმის საწინააღმდეგო მრავალათასიანი აქცია იმართება
გერმანიაში ნაციონალიზმის საწინააღმდეგო მრავალათასიანი აქცია იმართება

გერმანიაში ნაციონალიზმის საწინააღმდეგო მრავალათასიანი აქცია იმართება. მანიფესტაციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. მათ შორის ბერლინში, ფრანკფურტში, მიუნხენში, კიოლნსა და ჰამბურგში.

გერმანიის დედაქალაქში დემონსტრანტები ალექსანდრ პლაცზე შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეებს ხელში ევროკავშირის დროშები ეჭირათ.

წინასწარი პროგნოზით, ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიები ევროკავშირის საკანონმდებელო ორგანოში წარმომადგენლობას გაზრდიან.