გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 989 ადამიანი გარდაიცვალა
გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 989 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 47 622 შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა11 369-ით გაიზარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის ორ მილიონ 52 ათასზე მეტი შემთხვევა.