გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 32 195 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 802 ადამიანი
გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 32 195 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 802 ადამიანი

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 32 195 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 802 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია დაინფიცირების 1 587 115 შემთხვევა, მათ შორის 28 770 გარდაიცვალა.