გერმანიაში  ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 14 432-ით გაიზარდა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 14 432-ით გაიზარდა

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 14 432-ით გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის სულ მილიონ 351 ათასზე მეტი შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 500 ადამიანი. ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 22 475 შეადგინა.