გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17 482-ით გაიზარდა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17 482-ით გაიზარდა

ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17 482-ით გაიზარდა.  შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 226 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 74 358 შეადგინა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 2,63 მილიონი შემთხვევა.