გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 237 ადამიანი დაინფიცირდა,  1 019 პაციენტი კი გარდაიცვალა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 237 ადამიანი დაინფიცირდა,  1 019 პაციენტი კი გარდაიცვალა

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 21 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 019 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 1 808 647  შემთხვებაა დადასტურებული, მათ შორის 36 537 პაციენტი გარდაიცვალა.