გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 856 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 528 პაციენტი კი გარდაიცვალა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 856 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 528 პაციენტი კი გარდაიცვალა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 528 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 65 604 შეადგინა.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 856-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 342 ათასზე მეტი შემთხვევა.