გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 533 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 412 ადამიანი
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 533 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 412 ადამიანი

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 412 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 29 182 შეადგინა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25 533-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 1 612 000-ზე მეტი შემთხვევა.