გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 892 შემთხვევა გამოვლინდა, 852 პაციენტი კი გარდაიცვალა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 892 შემთხვევა გამოვლინდა, 852 პაციენტი კი გარდაიცვალა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 852 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 30 978 შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12 892-ით გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 1 664 000-ზე მეტი შემთხვევა.