გერმანიამ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინი შესაძლოა, 14 მარტამდე გაახანგრძლივოს
გერმანიამ, შესაძლოა „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინი 14 მარტამდე გაახანგრძლივოს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერის“ ინფორმაციით, გერმანიაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ იკლო, რის გამოც გუბერნატორებს შეზღუდვების შემსუბუქება სურთ, თუმცა მთავრობაში შეზღუდვების გახანგრძლივებას ვირუსის ახალი ვარიანტების გამო ფიქრობენ.
„როიტერის“ ინფორმაციით, მიუხედავად მკაცრი კარანტინისა პირველი მარტიდან შესაძლოა ქვეყანაში სილამაზის სალონები გაიხსნას. მერკელის თქმით კი შეზღუდვების გამარტივების დროს მთავარი პრიორიტეტი ბაღები და სკოლები იქნება.
გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 072 შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 813 ადამიანი დაიღუპა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში კოვიდ-19 ის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 63 008 ადამიანი.