გერმანიამ რუსეთის დუმის სანქცირებული წევრისა და მისი მეუღლის მფლობელობაში არსებული სამი ბინისა და საბანკო ანგარიშის კონფისკაცია განახორციელა
გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის დუმის სანქცირებული წევრისა და მისი მეუღლის მფლობელობაში არსებული სამი ბინისა და საბანკო ანგარიშის კონფისკაცია განახორციელა.
გავრცელებული ცნობით, სამივე საცხოვრებელი ფართი მიუნხენში მდებარეობს.
საბანკო ანგარიშზე კი, ყოველთვიურად 3 500 ევროს ოდენობით ბინების გაქირავებიდან შემოსული თანხა ირიცხებოდა.
პიროვნება, რომელიც აღნიშნული ბინების მფლობელია ინიციალით არის მოხსენიებული.