გერმანიამ რუსეთის დუმის სანქცირებული წევრისა და მისი მეუღლის მფლობელობაში არსებული სამი ბინისა და საბანკო ანგარიშის კონფისკაცია განახორციელა

19:00, 20.06.2022

გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის დუმის სანქცირებული წევრისა და მისი მეუღლის მფლობელობაში არსებული სამი ბინისა და საბანკო ანგარიშის კონფისკაცია განახორციელა.

გავრცელებული ცნობით, სამივე საცხოვრებელი ფართი მიუნხენში მდებარეობს.

საბანკო ანგარიშზე კი, ყოველთვიურად 3 500 ევროს ოდენობით ბინების გაქირავებიდან შემოსული თანხა ირიცხებოდა.

პიროვნება, რომელიც აღნიშნული ბინების მფლობელია ინიციალით არის მოხსენიებული.

მსგავსი