გერმანია ავსტრიასთან, საფრანგეთსა და შვეიცარიასთან საზღვარს დროებით კეტავს
გერმანია ავსტრიასთან, საფრანგეთსა და შვეიცარიასთან საზღვარს კეტავს. შეზღუდვები ხვალიდან ამოქმედდება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ამ ზომას ხელისუფლებამ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმართა.
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ცხრა ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირებულია 4 500-ზე მეტი პირი.