გერმანია ავსტრიასთან, საფრანგეთსა და შვეიცარიასთან საზღვარს დროებით კეტავს

18:36, 15.03.2020

გერმანია ავსტრიასთან, საფრანგეთსა და შვეიცარიასთან საზღვარს კეტავს. შეზღუდვები ხვალიდან ამოქმედდება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ამ ზომას ხელისუფლებამ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმართა.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ცხრა ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირებულია 4 500-ზე მეტი პირი.

მსგავსი