გეოგრაფიის გამოცდა მე-11 კლასელთა 98%-მა წარმატებით ჩააბარა
გეოგრაფიის გამოცდა მე-11 კლასელთა 98%-მა წარმატებით ჩააბარა

მე-11 კლასის მოსწავლეებმა დღეს გეოგრაფიის გამოცდა ჩააბარეს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზღვარი წარმატებით გადალახა მოსწავლეთა 98% -ზე მეტმა.

მე-11 კლასელთა საატესტატო გამოცდები დღეს გეოგრაფიით დაიწყო, ხვალ გამოცდა ბიოლოგიაში ჩატარდება, 14 ივნისს ფიზიკაში, 15 ივნისს კი ქიმიაში.

წელს საატესტატო გამოცდებში ქულები არ იწერება და მათ ჩასაბარებლად მხოლოდ მინიმალური ზღვარის გადალახვაა საჭირო.