გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ საქმეზე გიორგი ქადაგიძის დაკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავს
საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ საქმეზე საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის დაკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავს.
ქადაგიძემ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, ქადაგიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე სასამართლოში დაიკითხება.
დაკითხვის კონკრეტული დრო ჯერ უცნობია.
საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებას. გიორგი ქადაგიძე ამ პერიოდში ეროვნული ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი 2009 წლის თებერვალში გახდა.