საქართველოს 23 წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გელა ბოლქვაძე (71) პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალის მფლობელი გახდა.
ფინალური პაექრობა ბოლქვაძემ თურქ ფატიჰ ჩენგიზსთან 2:5 წააგო.
ბოლქვაძემ ტურნირში ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში უკრაინელ პავლო მოლნარის მშრალი ანგარიშით 2:0 სძლია. 1/4 ფინალში ყაზახ მირას ბარშილიკოვა დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.
რაც შეეხება ნახევარფინალს, გელამ ირანელი აბდეჰ ბოვეირი პაიანი მინიმალური სხვაობით 2-1 დაამარცხა.