გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია
გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია

საქართველოს 23 წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გელა ბოლქვაძე (71) პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალის მფლობელი გახდა.

ფინალური პაექრობა ბოლქვაძემ თურქ ფატიჰ ჩენგიზსთან 2:5 წააგო.

ბოლქვაძემ ტურნირში ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში უკრაინელ პავლო მოლნარის მშრალი ანგარიშით 2:0 სძლია. 1/4 ფინალში ყაზახ მირას ბარშილიკოვა დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

რაც შეეხება ნახევარფინალს, გელამ ირანელი აბდეჰ ბოვეირი პაიანი მინიმალური სხვაობით 2-1 დაამარცხა.