ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | კონტინენტის პირველობაზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | კონტინენტის პირველობაზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს ხუთ წონით კატეგორიაში ხუთი ქართველი იასპარეზებს. ტურნირზე მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებენ ფრიდონ აბულაძე (60კგ), ჯონი ხეცურიანი (67კგ), რამაზ ზოიძე (72კგ), გელა ბოლქვაძე (82კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97კგ).

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით – 13:30 საათზე, ხოლო ნახევარფინალები 18:45 საათზე დაიწყება. კონტინენტის პირველობაზე დღეს გუშინდელი წონითი კატეგორიების ფინალურ ბლოკში ოთხ ქართველ მოჭიდავეს ვიხილავთ. შეჯიბრებაზე ოქროს მედლისთვის ლერი აბულაძე (63კგ) იჭიდავებს, ბრინჯაოსთვის კი ნუგზარ წურწუმია (55), ლაშა გობაძე (87) და იაკობ ქაჯაია (130) იბრძოლებენ.

ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თავისუფალ ჭიდაობაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა სპორტსმენებმა ექვსი მედლის მოპოვება შეძლეს. ქართველების ანგარიშზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.