გედევან ფოფხაძემ მამუკა ვასაძეს მიმართა კითხვით, არიან თუ არა ის და ეკა ბესელია კორუმპირებული
ვართ თუ არა მე და ბესელია კორუმპირებული, – ეს კითხვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალური პროკურორის მოადგილემ, მამუკა ვასაძეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მოსმენის დროს დაუსვა.
ვასაძემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ არც ფოფხაძე და არც ბესელია კორუმპირებულები არ არიან.
ამის შემდეგ გედევან ფოფხაძემ იმედი გამოთქვა, რომ გუშინდელი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა ბესელიას კორუმპირებული უწოდა, ბოდიშს მოიხდის.
„იმედია, ზარდიაშვილი პირობას შეასრულებს და ბოდიშს მოიხდის, რადგან მან თქვა, რომ თუკი ერთი ადამიანი იტყოდა, რომ ეკა ბესელია კორუმპირებული არ არის, ის ბოდიშს მოიხდიდა“, – განაცხადა ფოფხაძემ.
პარლამენტში, გუშინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა დროსაც ბესელია ზარდიაშვილს ხელით შეეხო, ზარდიაშვილმა ეკა ბესელიას კორუმპირებული რამდენჯერმე უწოდა.