გედევან ფოფხაძე დაჩი ბერაიაზე - „ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავ, მოვუტ... „როჟას“
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს დეპუტატები, გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია დაუპირისპირდნენ.
„ჩემთან რამე თუ გინდა, გამოდი გარეთ“, – მიმართა გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დაჩი ბერაიას.
ბერაიამ ფოფხაძე „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის მომხრედ მოიხსენია, რამაც გედევან ფოფხაძე გააღიზიანა.
„ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავ, მოვუტ… „როჟას“, – უთხრა მან კოლეგებს, რომლებიც მას ამშვიდებდნენ.