გაზსადენის დაზიანების შედეგად, გლდანის რაიონში 3 500–მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა
კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გლდანის რაიონში 3 500–მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.
„გაცნობებთ, რომ გლდანის რაიონში ავტომობილის შეჯახების შედეგად საშუალო წნევის გაზსადენი დაზიანდა.
ავარიის შედეგად გაზის მიწოდება შეუწყდა 3 250 აბონენტს. კერძოდ გლდანის „ა” მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე გლდანის II მ/რ-ში მდებარე კორპ. 24, 24ა, 24ბ, 25, 31, 34, 35, ქერჩის ქ. 5-ში, ფორე მოსულიშვილის ქ. 1-ში (კარტოგრაფიის ფაბრიკის მიმდებარედ), ფ. მოსულიშვილის ქ. 15-ში (მოსულიშვილის ქუჩის მიმდებარედ), ასევე გლდანის I და II მ/რ-ს შორის, ხიზანიშვილის ქ. 45-ში (ვეკუას ქ. 22) – ყოფ. სავაჭრო ცენტრის შენობაში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას, ფორე მოსულიშვილის ქუჩის მიმდებარედ შპს „მმბ”-ის კორპუსის, კარტოგრაფიის ფაბრიკის მიმდებარედ (მარატ ნოზაძის ქ. 8) საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ხიზანიშვილის ქუჩაზე – შპს „თავთავს”, ი/მ ხათუნა წიკლაურს, სს „უძრავი ქონებას”, შპს „სიცილიას”, სამიკიტნო – მაჭახელას, გლდანის I და II მ/რ-ს შორის – შპს „ქეთის”, შპს „ს გამბლინგ ჰოლს”, ახმეტელის სახ. თეატრის მიმდებარედ – შპს „ყავის სახლი კენინგჰოლს”, შპს „ლიდერთრეიდს”, შპს „გლდანი მოლს”, ვეკუას ქუჩაზე – შპს „მედკაპიტალს” და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა #23 პოლიკლინიკა – დიაგნოსტიკურ ცენტრი, შპს „#55 აფთიაქი”, შპს „სქაი ჰოლდინგი”, შპს ,,პრესტიჟი, შპს „ჯეოსელი”, #136 საჯარო სკოლა, ქ. თბილისის #35 საბავშვო ბაგა-ბაღი გლდანის „ა” მ/რ-ში – ფ/პ დ მოდებაძე, ახმეტელის მეტროს მიმდებარედ – ფ/პ ტაბატაძეს, შეშელიძის ქუჩაზე – შპს „ერა + “ და სხვა.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 16:00 სთ-დან და დასრულდება 20:00 სთ-მდე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.