„გაზპრომში“ განაცხადეს, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის კიდევ ერთი ტურბინა გაჩერდა, შედეგად ევროპაში გაზის მიწოდება ორჯერ შემცირდება
„გაზპრომში“ განაცხადეს, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის კიდევ ერთი ტურბინა გაჩერდა, შედეგად ევროპაში გაზის მიწოდება ორჯერ შემცირდება

რუსულ კომპანია „გაზპრომში“ განაცხადეს, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის კიდევ ერთი ტურბინა გაჩერდა, შედეგად ევროპაში გაზის მიწოდება ორჯერ შემცირდება. ამის მიზეზად რუსულ კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები დაასახელეს.

„გაზპრომის“ ცნობით, ტურბინის გაჩერების შემდეგ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ 24 საათში 33 მილიონ კუბური მეტრის ბუნებრივი აირს გატარებას შეძლებს, რაც დაგეგმილი მიწოდების 20%-ს შეადგენს.

ამ ფონზე ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა და ათას კუბურ მეტრში 1860 დოლარი შეადგინა.

მანამდე კანადა დათანხმდა, გამონაკლისი დაუშვას და სანქციების გვერდის ავლით გააგზავნოს რუსული გაზსადენისთვის აუცილებელი ტურბინა გერმანიაში.