გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა
გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს პრეზიდენტმა, კლაუს მიულერმა განაცხადა.

მისი თქმით, გაზსადენის მუშაობა 30 პროცენტით აღდგა და ბუნებრივი აირის მიწოდება მინიმუმ ორი საათის განმავლობაში გარანტირებულია. ამასთან, მან დაამატა, რომ ნაკლებსავარაუდოა, დღის განმავლობაში რაიმე შეიცვალოს და მიწოდება შეწყდეს.

გაზსადენის მუშაობა, რომლითაც რუსული ბუნებრივი აირი მთელ ევროპას მიეწოდება, 11 ივლისს შეჩერდა გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო.

ევროპაში შიშობდნენ, რომ არსებული ვითარების ფონზე, რუსეთი გაზსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს შანტაჟისთვის გამოიყენებდა და ბუნებრივი აირის მიწოდებას გააჭიანურებდა.