გაზის ტარიფი უმნიშვნელოდ „საქორგგაზის“ აბონენტებისთვისაც მცირდება. კომპანიის აბონენტებისთვის ტარიფი პირველი იანვრიდან 0.012 თეთრით დაიკლებს.
აქამდე კომპანიის აბონენტები ერთ კუბურ მეტრში 57.011 თეთრს იხდიდნენ, ახალი წლიდან კი 56.999 თეთრს გადაიხდიან.
სემეკ-მა უკვე დაამტკიცა ტარიფის კლება „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებისთვის 0.011 თეთრით, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ აბონენტებისთვის კი 0.014 თეთრით.