ბუნებრივი აირის ნამწვით რუსთავში ერთი ოჯახის შვიდი წევრი მოიწამლა. მოწამლულია ექვსი ბავშვი და მათი ბებია.
ბავშვები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„შემოყვანილია ექვსი მცირეწლოვანი. მათგან უფროსი ცხრა წლისაა, ყველაზე პატარა კი ერთი წლის. ორმა სახლში გონება დაკარგა, დანარჩენებს კი ღებინების შეგრძნება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ. ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა და სახლში გაეწერებიან“, – განაცხადა ბავშვთა საავადმყოფოს მორიგე ექიმმა, ლია ქორთიაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, დედა ბავშვებს აბაზანაში აბანავებდა, რა დროსაც ერთმა მათგანმა გონება დაკარგა. სავარაუდოდ მოწამლვა წყლის გამათბობელმა გამოიწვია.