გატაცების საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ამასთან, მოსამართლე გიორგი კერეტაშვილმა განმარტა, რომ არსებობს გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე და ეს იყო ის ძირითადი რისკი, რაზე დაყრდნობითაც მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.
ამასთან, მოსამართლის თქმითვე, არსებობს მაღალი რისკი, რომ თავისუფლებაში ყოფნის დროს ბრალდებულები ერთმანეთში გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ.
გიორგი კერატაშვილმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ბრალდებულების დანაშაულებრივი წარსულიც.
თბილისის საქალაქო სასამართლოში შემდეგი სასამართლო სხდომა 13 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება.